Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების საქართველო“

კონფერენცია ეძღვნება

პროფ. ნოდარ შოშიაშვილისა

და პროფ. გივი ჯამბურიას

100 წლის იუბილეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი და საქართველოს ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2024 წლის 31 მაისს და 1 ივნისს გამართავენ ცნობილი ქართველი მეცნიერების, პროფ. ნოდარ შოშიაშვილისა და პროფ. გივი ჯამბურიას, დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკა

შუა საუკუნეების საქართველოს – პოლიტიკური ისტორია, სოციალური ისტორია, ეკონომიკური ისტორია, სამხედრო ისტორია, დიპლომატიის ისტორია, ეკლესიის ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, კულტურის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფილოსოფია, წყაროთმცოდნეობა, დიპლომატიკა, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, სფრაგისტიკა, ქრონოლოგია, გენეალოგია.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 31 მაისი - 1 ივნისი, 2024 წელი

თეზისების მიღების ვადა: 15 მაისი, 2024

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – „შუა საუკუნეების საქართველო“, რომელიც ეძღვნება პროფ. ნოდარ შოშიაშვილისა და პროფ. გივი ჯამბურიას 100 წლის იუბილეს.

საკონტაქტო პირი: ისტორიის დოქტორი, თსუ ასისტ. პროფ. ალექსანდრე ბოშიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი №211 (საპროფესორო), თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: medievalgeorgia@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.

სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)

ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

 

ნოდარ შოშიაშვილი (1924-1999) – ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (1992). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1946). 1951-1958 წლებში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის განყოფილებაში. 1959-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, 1972 წლიდან თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის თანამშრომელი. იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, წყაროთ­მცოდ­ნეო­ბისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს, ქართულ ისტორიულ საბუთებს, ეპიგრაფიკულ ძეგლებს. მის სახელთან არის დაკავშირებული „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსისა (I. თბ. 1984) და ქართული წარწერების კორპუსის (I. თბ. 1980) გამოცემა. სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (1998).

                               

გივი ჯამბურია (1924-2012) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1951-1981 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1975 წლიდან თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს შუა საუკუნეებისა და ახალ ისტორიას, სოციალური და ეკონომიკური ისტორიის საკითხებს. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომის თანაავტორობისთვის გ. ჯამბურიას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1982), სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (1998).

 

თარიღი: 17/04/2024